რუსეთის ჯარები განაგრძობენ დონეცკის ოლქში იერიშს

რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში იერიშს.
14 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს 130-ზე მეტი შეტაკების შესახებ. მათი უმრავლესობა მოხდა დონეცკის ოლქის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკის ან კურახოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრზე, სადაც დიდი ელექტროსადგური მდებარეობს.
14 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხელში ჩაიგდო სოფელი ჟელანნოე პერვოე, რომელიც კურახოვოდან 20 კილომეტრზე მდებარეობს.
რუსეთი ასევე განაგრძობდა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების განხორციელებას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სექტემბერს თქვა, რომ ჩამოგდებულია 70-ზე მეტი დრონი.
14 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ 103 უკრაინელი სამხედრო ტყვე გაცვალა ამდენივე რუს სამხედროზე, რომლებიც უკრაინის ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ეს ტყვეების მესამე ამგვარი გაცვლაა მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ აგვისტოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში