ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ცესკო-მ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის მარტის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთხმად დაამტკიცა პუტინის კიდევ 198 ნდობით აღჭურვილი პირი.
საერთო ჯამში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვლადიმერ პუტინის 544 ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავს რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. რუსეთის პრეზიდენტობისთვის, ამ დროისთვის, 11 ადამიანი იბრძვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.