ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევა იყო, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევა იყო, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცის ადმინისტრაციამ, სადაც საბრძოლო მასალის საწყობი იწვის და აფეთქება იყო დრონებით თავდასხმის შემდეგ,განაცხადა, რომ რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. დვინაში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა.
“ძვირფასო ტოროპეცელებო. ქალაქში ნაწილობრივ ორგანიზებული ევაკუაცია მიმდინარეობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაიონის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, საერთო უსაფრთხოების მიზნით, არ გამოაქვეყნონ კადრები უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან!” – ნათქვამია ტოროპეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაციაში ასევე იუწყებიან, რომ ტოროპეცში მცხოვრებთათვის სატელეფონო ცხელი ხაზი გაიხსნა.
ტოროპეტში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
დასავლეთ დვინა – პატარა ქალაქია 35 კმ-ით დაშორებული ტოროპეტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.