ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ტვერის ოლქში დრონით თავდასხმის გამო საბრძოლო მასალის საცავი იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ტვერის ოლქში დრონით თავდასხმის გამო საბრძოლო მასალის საცავი იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონის თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა და აფეთქება მოხდა, რეგიონის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გუბერნატორმა მიიღო მოსახლეობის იმ ტერიტორიიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება, სადაც საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოქალაქეები ტვერის ოლქის ქალაქ დასავლეთ დვინაში გადაჰყავთ.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა საბრძოლო მასალის საცავზე განხორციელდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, წუხელ აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რუსეთის ბრიანსკის, სმოლენსკის, ტულასა და ორიოლის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.