ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა.
„დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია, აქტივისტი, რომელიც 2020 წელს ბელარუსში ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.