ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კარელიაში მოკლა ბელარუსი აქტივისტი

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 7 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა თანამშრომლებმა „გაანეიტრალეს“ ბელარუსის 49 წლის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გეგმავდა ტერორისტულ აქტს კარელიის რეგიონში. ამ ინფორმაციის მიხედვით, იგი მოკლეს მას მერე, რაც დაკავების დროს ცეცხლი გაუხსნა თანამშრომლებს და წინააღმდეგობა გასწია.
ტელეგრამ-არხ Astra-ს თანახმად, საქმე ეხება აქტივისტ მიკალაუ ალიაქსეეიუს, რომელიც 2020 წელს მონაწილეობდა აქციებში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, როცა ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეექვსედ გამოცხადდა პრეზიდენტად, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. Astra-ს ცნობით, ალიაქსეეიუ მოკლეს 6 მარტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.