ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 54 დრონის ჩამოგდებას იუწყება, თუმცა არაფერს ამბობს ტოროპეზცე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 54 დრონის ჩამოგდებას იუწყება, თუმცა არაფერს ამბობს ტოროპეზცე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ რეგიონების, სადაც, მისი ინფორმაციით, 18 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ „გაანადგურეს“ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ჩამონათვალში არ არის ტვერის ოლქი, სადაც დრონებით შეტევის გამო საჭირო გახდა ქალაქ ტოროპეცის მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, 16 - ბრიანსკში, 7 - სმოლენსკის ოლქში, 3 - ბელგოროდში და 1 - ორიოლის ოლქში. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
გამთენიისას ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში. რეგიონის ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება.
ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. სად, დაკონკრეტებული არ ყოფილა. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავდასხმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტვერის ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ხანძრის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში.
ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ხანძრის რაიონში ვიდეო არ გადაიღონ, სოციალური ქსელებით გავრცელდა ტოროპეცის მცხოვრებთა მიერ გადაღებული არაერთი კადრი, სადაც ჩანს მასშტაბური შავი კვამლი და ისმის დეტონაციის ხმა.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.