რუსეთის სახელმწიფო რადიო “სპუტნიკი” სომხეთში მაუწყებლობას განაახლებს

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ გააუქმა კომპანია “ტოსპასთვის” სთვის ადრე დაწესებული მაუწყებლობის აკრძალვა. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა რუსულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს რეტრანსლიაციას, რომელიც 25 იანვრიდან კვლავ განახლდება.
დეკემბერში ამავე კომისიამ მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეაჩერა, ხოლო 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1,200 აშშ დოლარით) დააჯარიმა კომპანია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე „სპუტნიკის“ რეტრანსლირებას უზრუნველყოფდა.

ასეთი სანქციის მიზეზი გახდა რუსი ტელე და რადიო წამყვანის ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა. კომისიამ ჩათვალა, რომ შარშანდელი 17 ნოემბრის გადაცემაში იგი სომხეთსა და მის მოქალაქეებზე “დამცინავი და დამამცირებელი ტერმინებით” საუბრობდა და აშკარად ძალადობისკენ მოუწოდა მსმენელებს, როდესაც აცხადება, რომ აინტერესებდა, „დარჩებოდა თუ არა ცოცხალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი” მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
კეოსაიანი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარია. ცოლ-ქმარს დასავლეთმა დაუწესა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის აშკარა მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა