ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაჰყავთ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა იანვარში უკვე მეორე თათბირი ჩაატარა. პირველად თუ ადგილობრივი ადმინისტრაციების და ე.წ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეკრიბა, ამჯერად ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ძირითადი საქმიანობა ამჟამად მიმართულია იქითკენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტს, „კაგებეს“ ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა განუცხადა. ალან გაგლოევისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროსმა ისიც თქვა, რომ ადგილობრივი „კაგებე“ რუსეთის ეფესბესთან ერთად მუშაობს, ადგილზე უსაფრთხოების გარემოს შესაქმნელად. მოხსენება გაკეთდა, ე.წ საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებაც. როგორც ცნობილია, საოკუპაციო გამყოფ ხაზს, დე ფაქტო „კაგებესთან“ ერთად რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო სამსახურიც იცავს.
დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის უფროსის ვალერი ალიხანთის ინფორმაციით, ამჟამად ე.წ საზღვარზე მშვიდი ვითარებაა ბოლო დღეებში. ე.წ საზღვრის დარღვევის ფაქტები აღარ დაფიქსირებულა.
„რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საზღვრის უხეში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ძირითადად, ეს იყო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები, მათზე მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებები“, – განაცხადა ალიხანთიმ. მისი თქმით, ყველაზე რთულ მონაკვეთზე სოფელ უისტაში (აქ იგულისხმება ჩორჩანის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც სოფელ წნელისს, ცხინვალის მას უისტას უწოდებს, ესაზღვრება) მიმდინარეობს გაძლიერებული კონტროლი სასაზღვრო სამსახური სოფელ უისტაში აგრძელებს სახელმწიფო საზღვრის დაცვას.
“იქ , მუდმივად მიმდინარეობს საქართველოს საპოლიციო ინფრასტრუქტურის ობიექტების მონიტორინგი. ამ დროისთვის მათი გაძლიერება არ შეინიშნება”, – აღნიშნა ალიხანთიმ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს არის დაგეგმილი, რუსეთის მეთაურს ექვსი წლის ვადით, 2030 წლამდე ირჩევენ. მარტამდე ცხინვალში ს მხარდამჭერი ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის არჩევნებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ