რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა – ბაიდენი

კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მიტანილ სარაკეტო იერიშს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის ბავშვთა საავადმყოფოში მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა“, – ნათქვამია შტატების პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის საშუალებითაც, თეთრი სახლის ლიდერი მსოფლიო საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსული აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?