ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობს

გაერო უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გმობს.
„კვირა უკრაინაში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების სასიკვდილო დარტყმების მორიგი ტალღით“, - განაცხადა გაერო-ს კოორდინატორმა ჰუმანიტარულ საკითხებში, დენის ბრაუნმა.
მისი თქმით, არაკეთილსინდისიერია, რომ ამ ომში ბავშვები იღუპებიან და შავდებიან.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საავადმყოფოებს განსაკუთრებული დაცვა აქვთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა დენის ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.