რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი – აშშ-ს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯების შესამცირებლად სჭირდება

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კიევზე ხარჯების შემცირებისთვის სჭირდება, ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შეერთებულ შტატებს სჭირდება, რათა შეამციროს კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯები, რომელიც მათთვის წამგებიანი აქტივი გახდა და სურს, მისი გადარჩენის პასუხისმგებლობის ტვირთი ევროპელ პარტნიორებზე გადაიტანოს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვებზე საუბრისას „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის ავტორია და უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში კიევის მხარეს“.
„ის იყენებს ამ კონფლიქტს, მათ შორის, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი გლობალური ჰეგემონიის უზრუნველსაყოფად. ამერიკული დოქტრინული დოკუმენტები არ შეცვლილა და მათში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მტრად არის განხილული. ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე“, – განაცხადა პოლიშჩუკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს