ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ესტონეთიდან მისი დიპლომატის გაძევებაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს

რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ესტონეთიდან მისი დიპლომატის გაძევებაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს

რუსეთი ესტონეთიდან მისი საელჩოს პირველი მდივნის გაძევებას უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„როგორც რუსულმა მხარემ ადრე განაცხადა, რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა უწყებამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, „დიპლომატი ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების, მათ შორის, სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.