ნორვეგიის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს, - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. ოკუპაცია 17 წლის შემდეგაც გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.