რუსეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებისგან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამგზავრებისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინურ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.
„ახლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავშეკავებულობის შენარჩუნება, რომ არ მოხდეს ვითარების სრული დესტაბილიზაცია რეგიონში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა სტაბილურობითა და პროგნოზირებადობით“, – განაცხადა პესკოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.