გერმანიის საგარეო უწყება - ახლო აღმოსავლეთში ყველა აქტორს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ირანელ კოლეგას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს.
„შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. რეგიონის ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ“, - წერს სამინისტრო X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.