ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაა

რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაა

დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა“, - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.