ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო უწყება - ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა - რუსეთი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა

რუსეთის საგარეო უწყება - ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა - რუსეთი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, ამ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია.
„ბაშარ ალ-ასადსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის რამდენიმე მონაწილეს შორის მოლაპარაკების შედეგად მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა მითითებები ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.