რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერება

აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნულია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„სოხუმის და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა გამოწვეულია შავი ზღვის რეგიონში ნატოს აქტივობის გაზრდით. ალიანსი საქართველოს დიდი რაოდენობით უახლეს იარაღს აწვდის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟენევის 59-ე რაუნდზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე რამდენიმე ინციდენტის გამოკლებით სიტუაცია სტაბილურია.

ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს