რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება

რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ეს შემოდგომის ბოლომდე აუცილებლად მოხდება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი შეთანხმებული არ არის და ყველაფერი განიხილება“, - განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ამერიკელების წინაშე მუდმივად აყენებს.
„ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც კონსულტაციების დროს ვმუშაობთ. ამჟამად ვაშინგტონში რუსული მხარისგან მიღებულ რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას განიხილავენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.