რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება

აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საშიში ესკალაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობის კუთხით ვაშინგტონის პოზიცია ფაქტობრივად უცვლელი რჩება, მასთან დაკავშირებული რისკების არსებობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დახურული არხებით განხორციელდა, დეტალებში შესვლის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ზოგადად, არხები მუშაობს და გაცვლები მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
სერგეი რიაბკოვის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად რუსული მხარე მზად არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას მოუსმინოს, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა არ შეიძლება.
„ეს უკანასკნელი ეჭვს არ იწვევს. ჩვენ ამ სფეროში ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ იდეას უაღრესად ფრთხილად, პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ვუდგებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა