რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე – ანტონიო გუტერეშის პოზიცია ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით გაეროს მიკერძოებულობაზე მეტყველებს

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებები ყირიმისა და დონბასის მაცხოვრებლებისთვის თვითგამორკვევის უფლების არარსებობის შესახებ ორგანიზაციის მიკერძოებულობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ლიუბინსკიმ განაცხადა.
„ეს განცხადება არანაირ ჩარჩოში არ ზის და გაეროს სამდივნოსა და მისი სტრუქტურების მიკერძოებულობას მოწმობს. ეს განცხადება აღმაშფოთებელია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიმართა გაეროს, აღიაროს დონბასის და ყირიმის ხალხების თვითგამორკვევის უფლება, გრენლანდიის მსგავსად. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გუშინ განაცხადა, რომ არსებობს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი. პირველი პრინციპი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობაა, მეორე კი – ხალხების თვითგამორკვევა. ამასთან, მისი განმარტებით, ხალხების თვითგამორკვევა მხოლოდ კონკრეტულ პირობებში შეიძლება მოხდეს. „დავასკვენით, რომ თვითგამორკვევის პრინციპი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ყირიმსა და დონბასზე, ამიტომ ამ სიტუაციაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დომინირებს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა