არქივი3 თებერვალი, 2026, 23:33
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შესახებ იუწყება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის ბრენდან ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ იუწყება.
კერძოდ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეხვედრების საჯარო გრაფიკშია მოცემული, შეხვედრა დღეს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო ჩანიშნული.
შეხვედრის თაობაზე დეტალები არც ამერიკულ და არც ქართულ მხარეს ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.