რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ომის დანაშაულის – პეტრას აუსტრევიჩიუსი

ს მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ომის დანაშაულის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულების შემდეგ. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე, როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე“, – აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა.