შალვა პაპუაშვილი – მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ ს საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
,,მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო.
საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციებს დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების, აგრეთვე, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ