რუსეთის მიერ იძულებით გაყვანილი უკრაინელი ბავშვების აღნუსხვა შეწყდება? აშშ 25-მილიონიან პროგრამას გარდაქმნას უპირებს

აშშ-ის იელის უნივერსიტეტის ლაბორატორიად წოდებული დაწესებულების მკვლევრებს, რომლებიც თვალს ადევნებენ რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელ ბავშვებს, შესაძლოა შტატები გაუუქმდეთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს 25 მილიონი დოლარის ოდენობის პროგრამის გარდაქმნას, რომლის მოპოვებასაც, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, იელის ეს ლაბორატორიაც ცდილობდა.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, რისი მიზეზიც გახდა მისი ბრალდება ომის დანაშაულში, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო გადაყვანის გამო.იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც რუსეთსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების მოძიებასა და თვალყურის დევნებაზე მუშაობენ, დეკემბრისთვის სამუშაოს დაკარგავენ, თუ დაფინანსების სხვა წყარო არ გამოჩნდა, უთხრა ლაბორატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას.დაფინანსება, რომლის შესახებაც მარტში გამოცხადდა, მიზნად ისახავს იმ უკრაინელი ბავშვების იდენტიფიცირების, დაბრუნების, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერას, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან სხვაგვარად მოაშორეს საკუთარ ოჯახებსა და თემებს.
გატაცება და ხელახალი აღზრდანათანიელ რეიმონდმა, იელის ლაბორატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ უკრაინის ჯგუფში მომუშავე მკვლევრების სამსახურიდან დათხოვნა შობის პერიოდისთვისაა დაგეგმილი, თუ ახალი დაფინანსება არ მოიძებნება. „ჩვენ მიერ მიღებული უკანასკნელი შემოწირულებები გვითავდება” – აცნობა რეიმონდმა რადიო თავისუფლებას.ლაბორატორია ამზადებს ანგარიშს, რომელსაც რეიმონდმა უწოდა “შეფასების მაღალი სანდოობის დადასტურება”. ამ ანგარიშის თანახმად, სახლებს მოწყვიტეს დაახლოებით 35 ათასი უკრაინელი ბავშვი. ანგარიშს ოქტომბრისთვის ელოდებიან და ის ალბათ ლაბორატორიის უკანასკნელი ნამუშევარი იქნება, თუ დაფინანსება არ გაგრძელდა.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რეიმონდის თქმით, იცვლება მოსკოვის მოქმედებების მთავარი მიმართულება. „საქმე ნაკლებად ეხება მათ წაყვანას, უფრო მეტად ეხება მერე ადგილზე მათ ინდოქტრინაციას“, — თქვა მან.იელის ლაბორატორიამ მიაგნო, სულ მცირე, 210 დაწესებულებისგან შემდგარ ქსელს რუსეთსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელი ბავშვები გადაიყვანეს.მკვლევრებმა მოიპოვეს ამ ობიექტებში “ხელახალი აღზრდის” შესახებ მტკიცებულებები, ზოგში ნახეს მილიტარიზაციის ნიშნები.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის დაპატიმრების ორდერები გასცა. მათ წაუყენებს ბრალდება ომის დანაშაულში უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწებიდან ბავშვების უკანონო გადაყვანისა და დეპორტაციის გამო.ლაბორატორიამ დაადგინა, რომ რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო გიგანტებმა, „როსნეფტმა“ და „გაზპრომმა“, მათმა შვილობილმა კომპანიებმა და მათთან დაკავშირებულმა პროფკავშირებმა 2022-დან 2025 წლამდე პერიოდში ხელი შეუწყვეს უკრაინის ოკუპირებული ნაწილებიდან 2 100-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ტრანსპორტირებასა და/ან ხელახალ აღზრდას.კვლევის მიზანია არა მხოლოდ ბავშვების ადგილსამყოფლის დადგენა. მისი დახმარებით შეიძლება იმ მტკიცებულებების შენარჩუნება, რომლებითაც დადგინდება ბავშვების კავშირები კონკრეტულ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ოფიციალურ პირებსა და სატრანსპორტო ქსელებთან. ეს ინფორმაცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს როგორც მათი დაბრუნების უზრუნველყოფის მცდელობისას, ისე მომავალ სამართლებრივ პროცესებში.
25-მილიონიანი პროგრამა შეიცვლება და შეფერხდებასახელმწიფო დეპარტამენტმა 25 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის შესახებ მარტში გამოაცხადა, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ვაშინგტონში ვიზიტის დროს. მაშინ დეპარტამენტმა ის დაახასიათა, როგორც ყოვლისმომცველი ძალისხმევა, რომელიც მოიცავს პროცესს ბავშვების იდენტიფიცირებიდან მათ დაბრუნებამდე და რეინტეგრაციამდე.დეპარტამენტმა 21 აგვისტოს გააუქმა თავდაპირველი საგრანტო კონკურსი (NOFO) და განაცხადის წარმდგენებს აცნობა, რომ განზრახული ჰქონდა დაფინანსების “პარამეტრების გადახედვა“, როგორც ეს რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 8 სექტემბერს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ძირითადი დაფინანსება ძალაში რჩება.„დეპარტამენტი გეგმავს 25 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დახმარების გამოყოფას იმ უკრაინელი ბავშვებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირების, დაბრუნებისა და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან სხვაგვარად გარიყეს საკუთარი ოჯახებისა და თემებისგან“, — განაცხადა სპიკერმა.„დამატებითი განხილვის შემდეგ, დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ პროგრამის ფარგლებში გასცეს ორი ცალკეული გრანტი, რათა ფოკუსირება მოახდინოს პროგრამული ძალისხმევის განსხვავებულ ნაწილებზე. ორი ცალკეული გრანტის გამოყოფის გამო საჭირო გახდა თავდაპირველი საგრანტო კონკურსის გაუქმება”, – დასძინა სპიკერმა.„ბიუროკრატიული პროცესი ხშირად ნელია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ არსებული სისტემის ფარგლებში, რათა ეს დახმარება რაც შეიძლება სწრაფად გავცეთ“, — აღნიშნა მან.ახალი სტრუქტურის მიხედვით, დაახლოებით 15 მილიონი დოლარი, სავარაუდოდ, მოხმარდება ბავშვების ადგილსამყოფლის დადგენასა და დაბრუნებას, მტკიცებულებების შენარჩუნებასა და მონაცემთა ბაზების მართვას, განუცხადეს პროცესში ჩახედულმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით, რადგან არ ჰქონდათ საჯარო კომენტარის გაკეთების უფლება. მეორე გრანტი, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, განკუთვნილია რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის.იელის ლაბორატორიისა და იმ სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებისთვის იბრძოდნენ, ეს შეფერხება სერიოზულია.რეიმონდმა განაცხადა, რომ მკვლევრებს სჭირდებათ სტაბილური დაფინანსება სპეციალიზებული ექსპერტიზის, მონაცემთა ბაზებისა და საგამოძიებო სამუშაოების შესანარჩუნებლად. თანამშრომლების დაკარგვა ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმ ცოდნის დაკარგვას, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა ბავშვებისთვის თვალის დევნებისა და ამ პროცესში ჩართული ობიექტებისა თუ ქსელების დოკუმენტირებისას.
კანონმდებლების ზეწოლა სახელმწიფო დეპარტამენტზედაფინანსების შეფერხებამ აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო.სენატორებმა თომ ტილისმა (რესპუბლიკელი, ჩრდილოეთი კაროლინა) და რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატი, კონექტიკუტი), ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მარსი კაპტერმა (დემოკრატი, ოჰაიო) და ბრაიან ფიტცპატრიკმა (რესპუბლიკელი, პენსილვანია) განაცხადეს, რომ 3 სექტემბერს წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და მოუწოდეს დეპარტამენტს, „დაუყოვნებლივ დაასრულოს განხილვა და გაიღოს უკვე გამოყოფილი სრული 25 მილიონი დოლარი“, ასევე გამოაცხადოს დაფინანსების კონკურსების განრიგი.უფლებადამცველმა ჯგუფებმაც მოითხოვეს დაფინანსების გადანაწილება. დანიელ ბალსონმა, ორგანიზაცია Razom for Ukraine-ის ადვოკატირების დირექტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თანხამ უნდა მიაღწიოს იმ ორგანიზაციებამდე, რომელთაც შესწევთ ამ სამუშაოს შესრულების უნარი.„ეს თანხა კონგრესმა გამოყო რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების იდენტიფიცირებისა და ოჯახებში მათი დაბრუნების დასახმარებლად“, — განაცხადა ბალსონმა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს სრული თანხა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ყველაზე უკეთ მოახერხებენ დახმარებას ამ ბავშვების შინ დასაბრუნებლად.“ეს საკითხი იმ ფონზე წამოიჭრა, როდესაც უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორები ემზადებიან ტორონტოში 28-29 სექტემბერს დაგეგმილი კონფერენციისთვის, რომელზეც განიხილავენ უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების თემებს. შეხვედრას თანამასპინძლობენ კანადა, უკრაინა და ნორვეგია.უკრაინის უფრო ფართო ძალისხმევის კოორდინაცია ნაწილობრივ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის, Bring Kids Back UA-ს მეშვეობით ხორციელდება. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აპრილში განაცხადეს, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში 2 100-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდა, მათ შორის 150 — 2026 წლის დასაწყისიდან. Bring Kids Back UA-ს მონაცემებით, მას შემდეგ ეს რიცხვი 2 550-ს გასცდა.
თუმცა ათასობით ბავშვი კვლავ დაშორებულია საკუთარ ოჯახს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი ან დეპორტირებულია დაახლოებით 20 ათასი ბავშვი, ხოლო Bring Back Kids-ის ცნობით, რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება დაახლოებით 1,6 მილიონი. ეს რიცხვი ასევე მოიცავს უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩარჩენილ ბავშვებს.