რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა
სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 2008 წლის ომზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გაჩეჩილაძემ გაიხსენა რუსეთში საქართველოს იმდროინდელი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის სიტყვები, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და საქართველოს შეეძლო, 2008 წლის ომს მთლიანად აცილებოდა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარებას.
“რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლების უამრავი რაოდენობა და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული დევნილები, ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს