ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს

ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს
ინტენსიური შეხვედრები მქონდა -ის ელჩთან და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟმის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრმა სახლმა, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს მანამდე მიულოცა, სანამ ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებდა, -ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას კი მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.
“არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა -ს, ლევან თარხნიშვილს, არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად და სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ იქ არაფორმალური სერიოზული ხიდები იყო რუსეთთან – ესეც მსმენია.” – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
Next: რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს