არქივი19 მარტი, 2025, 09:22
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ოთხ რეგიონში 57 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 57 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 35 დრონი - კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 13 - ორიოლის ოლქში, თითო-თითო კი ტულასა და ბრიანსკში.
გარდა ამისა, 7 დრონი აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.