ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონებში 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონებში 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ ქვეყნის რეგიონებში 46 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 46 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 41 დრონი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ორ-ორი ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, ერთი კი, ორიოლში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.