ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებს 50-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს, რომელთაგან 36 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდო.
შესაბამის ინფორმაციას უწყება „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 51 უკრაინული დრონნი გაანადგურეს, მათ შორის 36 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 4 - ყირიმის ტერიტორიაზე, 2- ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 10 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.