ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა

რუსული მედია - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. ჭურვის ფრაგმენტები სამხედრო ობიექტის ტექნიკურ ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის ATACMS-ის რაკეტების, გამოყენების ნება დართო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.