რუსეთის თავდაცვის უწყება - უკრაინულმა დრონებმა 900-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით 900-ზე მეტი თავდასხმა და საბრძოლო მასალის ჩამოყრა განახორციელეს, მათ შორის სასაზღვრო ზონაში, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“ღამის განმავლობაში, მტერმა გამოიყენა 48 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ჩვენი ჯარების პოზიციებს ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი 444-ჯერ გაუხსნეს, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 900 დარტყმა განახორციელეს და სხვადასხვა საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. მათ შორის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.