არქივი22 აპრილი, 2025, 06:08
რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე და ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის თქმით, ქალაქში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები, ასევე გაჩნდა ხანძარი.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.