არქივი29 მაისი, 2024, 07:23
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი გაანადგურეს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, კიროვოგრადისა და რივნეს ოლქებში 13 დრონი ჩამოაგდეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ, პრიმორსკო-ახტარსკიდან უკრაინის მიმართულებით სულ 14 დრონი გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.