ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 რეგიონში 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - სარატოვის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა

სარატოვის “გაგარინის” საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონზე დრონით თავდასხმის გამო, თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესეს, - ინფორმაციას რუსული მედია აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით ენგელსში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, წინასწარი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნას მსხვერპლი, ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პარასკევს ღამით რუსეთის ფედერაციის ხუთ რეგიონში 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათგან ერთი სარატოვის ოლქში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.