პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბელგოროდისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი კი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის ხელისუფლებამ ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.