რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის ტერიტორიაზე 91 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის თავზე ასამდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 91 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და მოიგერიეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, 20 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, კურსკში - 14, ლიპეცკში - 9, ბრიანსკის, ვორონეჟის ოლქებსა და მოსკოვის რეგიონში - რვა-რვა, შავი ზღვის თავზე -7, ნოვგოროდის, ტვერის, ტამბოვის და ლენინგრადის რეგიონებში - სამ-სამი, ორლოვში - ორი, ვლადიმირის ოლქში, კრასნოდარის მხარესა და ყირიმში - თითო-თითო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.