ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ტერიტორიაზე 84 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ტერიტორიაზე 84 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 84 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, 36 დრონი როსტოვის ოლქის თავზე გაანადგურეს, 21 - ბრიანსკის ოლქში, 14 - ბელგოროდში, 6 - ვორონეჟში, სამ-სამი კურსკისა და ტამბოვის ოლქებში, ერთი დრონი კი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.