არქივი25 დეკემბერი, 2024, 10:37
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 59 უკრაინული დრონი გაანადგურა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 23 ვორონეჟის, 3 კურსკის, ბრიანსკისა და ტამბოვის და ერთი დრონი აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.