ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა სამგზავრო მატარებელი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა სამგზავრო მატარებელი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდასხმის შედეგად სამგზავრო მატარებელი დაზიანდა უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე სუმის რეგიონში, მგზავრებს შორის არიან დაშავებულები - ამ ცნობას რეგიონის გუბერნატორ ოლეჰ ჰრიჰოროვზე დაყრდნობით სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ჰრიჰოროვის თქმით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო რკინიგზის სადგური და დაარტყეს კიევისკენ მიმავალ მატარებელს.
მსხვერპლის რაოდენობის მონაცემი ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა გუბერნატორმა გამოაქვეყნა ცეცხლმოკიდებული სამგზავრო ვაგონის ფოტო და თქვა, რომ ადგილზე მუშაობენ მაშველები და ექიმები.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.