არქივი2 დეკემბერი, 2023, 11:23
ლას-ვეგასში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
ლას-ვეგასში, აშშ-ის გზატკეცილის 95-ე გზაჯვარედინზე, სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 1 დეკემებრს, 17:30 საათზე დაფიქსირდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულები და დაღუპულები უსახლკაროები არიან.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.