რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნავალნის თანამოაზრეს, „ფეიკების“ გავრცელებისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმირ მილოვს, რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა.
ამის შესახებ იტყობინება „მედიაზონა“. პროკურატურა თავიდან ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვდა, მას ასევე სურდა, რომ მილოვისთვის აეკრძალათ ინტერნეტში მასალების გამოქვეყნება.
საქმის აღძვრის მიზეზი გახდა პოლიტიკოსის გამოსვლა იუტუბის არხ “Навальный Live-ზე”. მილოვმა იქ ილაპარაკა რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე.
ბრალდება თვლის, რომ მილოვი „არაკეთილგანწყობილია რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიმართ და სიძულვილს განიცდის პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ”. სასამართლოზე ითქვა, რომ ბრალდებული პოლიტიკურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
მილოვმა რუსეთი დატოვა 2021 წელს. მის მიმართ საქმე აღიძრა 2022 წლის ზაფხულში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს