თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო პრიორიტეტები - კომიტეტის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დახურულ ფორმატში შეხვდებიან
ქვეყნის თავდაცვის ახალი კოდექსის საკითხზე, დეპუტატები დღეს, შესაბამის კომიტეტზე,
თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან დახურულ ფორმატში იმსჯელებენ. ისაუბრებენ ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
"[კოდექსი] მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის მექანიზმებს სხვადასხვა მიმართულებით - უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე არაერთ სხვა სტრატეგიულ პარტნიორთან. კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება შეიარაღების აღჭურვილობის მოდელიზაციას, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე სამხედრო განათლებასა და წვრთნებს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.