რუსეთის ელჩი გაერო-ში - კარაკასში აშშ-ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს

ვენესუელაში აშშ-ის დანაშაულებს გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„კარაკასში აშშ-ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ს მიერ ვენესუელის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო აგრესიის აქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა ნებენზიამ.
რუსეთის ელჩმა აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ვენესუელის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმა უკანონობისა და ძალის გამოყენებით აშშ-ის ბატონობის ეპოქაში დაბრუნების მაუწყებელია“, - აღნიშნა ელჩმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.