ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დუმა საბჭოთა კავშირის მიერ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის გაუქმებას განიხილავს

რუსეთის დეპუტატებმა დუმაში შეიტანეს კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ 1954 წელს ყირიმის რუსეთისგან უკრაინისთვის გადაცემას გააუქმებს.
აღნიშნული კანონმდებლო 1954 წელს ყირიმის უკრაინისთვის გადაცემას აღწერს როგორც "უკანონო" ქმედებას, რადგან ამ საკითხზე არ ჩატარებულა რეფერენდუმი და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ ერთი რესპუბლიკისგან მეორესთვის თანხმობის გარეშე ტერიტორიის გადაცემის უფლება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება დუმაში აღნიშნულ საკითხზე განხილვა.
ცვლილების სავარაუდო მიზანია რუსეთს შეუქმნას იურიდიული საფუძვლები 2014 წელს ყირიმის ანექსირების გასამართლებლად.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.