ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დელეგაცია სტამბოლშია – ხვალ მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

რუსეთის დელეგაცია სტამბოლშია – ხვალ მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

რუსული პროსამთავრობო მედია НТВ იუწყება, რომ "რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით უკვე სტამბოლში იმყოფება", სადაც 2 ივნისს უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი მზად არის უკრაინას წარუდგინოს კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი, თუმცა თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს აღნიშნული დოკუმენტი
ჯერჯერობით არ მიუღია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია. ისევე როგორც 16 მაისს, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ:

  • პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი;
  • გენშტაბის დაზვერვის სამსახურის უფროსი იგორ კოსტიუკოვი;
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.