რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, შესაძლოა, გასამმაგდეს – Reuters

რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ 2026 წლის ბოლოსთვის რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა, შესაძლოა, ოფიციალურ სამიზნეს თითქმის სამჯერ გადააჭარბოს. ამის მიზეზად წყარო ინდოეთის მიერ ნავთობის შესყიდვების შემცირებასა და ნავთობის ვაჭრობიდან შემცირებულ შემოსავლებს ასახელებს.
წყარომ გამოცემას მთავრობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების გამოთვლები გაუზიარა. მისივე თქმით, ეს კვლევა არ გასაჯაროვდა.
გამოთვლების მიხედვით, 2026 წელს ენერგეტიკული შემოსავლები შესაძლოა მთავრობის გეგმასთან შედარებით 18%-ით შემცირდეს, რაც ბიუჯეტის დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-დან 4.4%-მდე აიყვანს, მაშინ როცა დაგეგმილი მაჩვენებელი 1.6% იყო. ანგარიში ასევე 4.1%-დან 8.4%-მდე ხარჯების ზრდასაც ითვალისწინებს.
ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის საერთო შემოსავლები 6%-ით შემცირდება და 37.9 ტრილიონ რუბლს შეადგენს.
Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთს 4.1 ტრილიონი რუბლის ფისკალური რეზერვები აქვს, რომელთა გამოყენებაც მთავრობას დეფიციტის დასაფარად შეუძლია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლების კლების მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ეს რეზერვები ერთ წელიწადში თითქმის მთლიანად ამოიწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება