რუსეთის არმიას სარაკეტო დარტყმა მიაყენა დონეცკის ოლქს, დაიღუპა 11 ადამიანი

6 იანვრის საღამოს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, გაავრცელა ცნობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.
ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, ხოლო რვა – დაშავებულია. ოფიციალური პირის თქმით, რუსმა სამხედროებმა S-300 რაკეტები გამოიყენეს. მთავარი დარტყმა მიაყენეს მირნოგრადის თემის ქალაქ პოკროვსკს (ყოფილი კრასნოარმეისკი) და სოფელ რივნეს. პოკროვსკში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყოს ხალხი.
მანამდე იგივე ფილაშკინმა განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით რუსი სამხედროები თავს დაესხნენ სოფელ პივნიჩნოეს. მისი თქმით, ორი ავიაბომბი ორ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. დაიღუპა 63 წლის ქალი. გამოქვეყნდა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ფოტოები. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოკროვსკში ადამიანების დაღუპვის შესახებ განცხადება გააკეთა. მან რუსეთი დაადანაშაულა, რომ საცხოვრებელ შენობებს ცეცხლს უშენს და თქვა, რომ რუსეთმა უნდა „იგრძნოს, რომ არც ერთი ასეთი დარტყმა არ ჩაივლის უშედეგოდ“. რუსეთის მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც წესი, რუსული მხარე აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს იღებს სამიზნეში. უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველდღე ვრცელდება. ხშირად საუბარია ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ