ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
პარალელურად, გვიან ღამიდან ადგილზე პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.
ადგილზე მისულ ქართული ოცნების წევრებს ისინი შეძახილებით დახვდნენ და სკანდირებდნენ: "მონა", "რუსებო".
ტერიტორიაზე ქართული ოცნების მთავრობის წევრების გამოჩენამდე, ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და შეეცადა,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.
მიმდინარე აქციაზე დააკავეს ერთი ადამიანი.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.